სიახლეები                                                                          
16/03/21

რუსთავის მუნიციპალიტეტს სპეციალური ჯილდო პროექტისთვის - "რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების "ჩატ ბოტის - სი ბოტის“ შექმნა და ექსპლუატაცია“ გადაეცა

2021 წლის 12 მარტს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG)-ის მიერ გაიმართა საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნული კონფერენცია.
აღნიშნულ კონფერენციაზე რუსთავის ინოვაციების ჰაბის მიერ რუსთავის მერია / Rustavi City Hall -ისთვის შექმნილი სი-ბოტი წარდგენილი იყო ერთ-ერთ ნომინაციაში.
მოხარულები ვართ, რომ ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტმა მიიღო ჯილდო 2019-2020 საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში, თემაზე "მოქალაქეთა მონაწილეობა, ანგარიშვალდებულება და გამჭირვალობა" საუკეთესო პრაქტიკად აღიარებული პროექტის წარდგენისათვის.

სურათი

©2024, რუსთავის ინოვაციების ჰაბი