სიახლეები                                                                          
02/10/20

Pulsar AI Georgia "C Bot - სი ბოტი"-ს შესახებ

C Bot • სი ბოტის იდეა გაჩნდა რუსთავის მუნიციპალიტეტში არსებული სერვისების მოქალაქეებამდე მარტივად მიტანაზე ფიქრისას.
მისი საშუალებით მუნიციპალიტეტმა სამი რამ შეძლო:
საკუთარ სერვისებს ერთ სივრცეში მოუყარა თავი და გაჩნდა ბოტი, რომელსაც შეგიძლია მიმართო ნებისმიერ სერვისზე როგორც ინფორმაციის გამოთხოვნის მიზნით, ასევე კონსულტაციისთვის.
მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის უხილავი ზღვარი ბოტის ხასიათიდან და საუბრის მანერიდან გამომდინარ გაქრა, ვინაიდან სი ბოტი ყველას შენობით მიმართავს და დიალოგს მსუბუქ, იუმორნარევი სტილით წარმართავს.
სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცემის ავტომატიზაციის საშუალებით, მნიშვნელოვნად შემცირდა მოქალაქეების რაოდენობა მერიის შენობაში და ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა, რამაც დაზოგა როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე მოქალაქეების რესურსი.

სურათი

©2024, რუსთავის ინოვაციების ჰაბი