პროექტები                                                                          

პროექტის ხანგრძლივობა: 10 თვე.
დონორი: UNDP - პროექტი დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში, რომელიც დაფინანსებულია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ.
პროქტის მიზანია: სამიზნე მუნიციპალიტეტებში არსებული გამოწვევების გადაჭრის პროცესში, მხარეების თანამშრომლობის გაზრდა და ინტერ სექტორული თანადაფინანსების პროცესების გაძლიერება, მათი ინსტიტუციონალიზაციის საშუალებით.
პროექტი განხორციელდება მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში.
პროცესში მოხდება რუსთავის ინოვაციების ჰაბის მიერ შექმნილი სხვადასხვა ჩართულობის მექანიზმების რეპლიკაცია სამიზნე მუნიციპალიტეტებში და მოხდება თანამშრომლობის ინტერსექტორული პლატფორმების შექმნა; სამიზნე მუნიციპალიტეტებში შეიქმნება ადგილობრივი ინიციატივების თანადაფინანსების პრაქტიკული სამართლებრივი მექანიზმები; მუნიციპალიტეტებში პრაქტიკაში დაინერგება თანადაფინანსების და კრაუდფანდინგის მექანიზმები და განზოგადდება სხვა მუნიციპალიტეტებისათვის.

პროექტის ხანგრძლივობა: 10 თვე
დონორი: UNDP ჩეხეთი.
პარტნიორი: ჩეხური ორგანიზაცია MEPCO
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჩეხური გამოცდილების გაზიარება რუსთავში, ქალაქში მონაწილეობის ინოვაციური ინსტრუმენტების შემუშავება და ამოქმედება. აქტივობები: საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნა ადგილობრივი თვითმამრთველობისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას; მობილური აპლიკაციის შექმნა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები შეძლებენ მიაწოდონ თვითმმართველობას საკუთარი იდეები, შეაფასონ სხვადასხვა ინიციატივები, მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში; მოქალაქეთა ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია.

პროექტის ხანგრძლივობა: 12 თვე
დონორი: UNDP ჩეხეთი.
პარტნიორი: ჩეხური ორგანიზაცია MEPCO
პროექტის ფარგლებში შეიქმნა ინტერ-სექტორული თანამშრომლობის ქსელის - ინოვაციების ქსელი; პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა რუსთავში ახალგაზრდული ეკონომიკის მხარდასაჭერად და უმუშევრობის შესამცირებლად. პროექტში ჩართული არიან ადგილობრივი თვითმმართველობა, კერძო, საგანმანათლებლო და სამოქალაქო სექტორი.
რუსთავის ინოვაციების ჰაბი აქტიურად მუშაობს ქალაქში არსებულ სხვადასხვა სექტორებთან იმ პრობლემებისა და გამოწვევების ერთობლივად დასაძლევად რაც დღეს დგას რუსთავის წინაშე. პროექტის ფარგლებში ასევე მომზადდა ქსელის CSR სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და ჩატარდა ტრენინგი ქსელის წევრი ორგანიზაციებისთვის და ცნობიერების ამაღლების კამპანია.

პროექტის ხანგრძლივობა: 12 თვე
დონორი: UNDP
პროექტის ფარგლებში განხორციელდა:
ახალგაზრდების ალტერნარტიული ტექნიკური და სამეწარმეო უნარების განვითარების საპილოტე მოდელების დანერგვა: რუსთავში ახალგაზრდებისთვის ხელოვნური ინტელექტის და ბლოკჩეინის ცენტრის ამოქმედება; მომავლის ლაბორატორიასთან თანამშრომლობით PBL -პროექტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის დანერგვა რუსთავის რამდენიმე სკოლაში და „აიდეათონი“-ს კონკურსის ფარგლებში ახალგაზრდების ინოვაციური იდეების გენერირება იდეები პოსტ Covid ქალაქისთვის.
მონაწილეობითი თვითმმართველობის მოდელების შემუშავება: სამაგიდო თამაში „რუსთავი“-ს შექმნა და წარმატებით დანერგვა; ფორსაიტის მეთოდოლოგიის შექმნა და დანერგვა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ქალაქის გრძელვადიანი ურბანული ხედვის გეგმის შემუშავება.
კერძო და საჯარო სექტორების პარტნიორობის განვითარება: ქალაქში პლასტმასის ნარჩენების მოგროვება გადამუშავების საპილოტე ციკლის შექმნა; სტარტაპ იდეების კონკურსი- ბიზნეს სტარტერი, რომლის ფარგლებშიც ოთხი გამარჯვებული გუნდი დაფინანსდა, საკუთარი სტარტაპის განსახორციელებლად.
ინოვაციური საჯარო სერვისების შექმნა: რუსთავის მერიის მუნიციპალური სერვისების ჩატბოტის სი ბოტი – Ci Bot შექმნა - პირველი ხელოვნური ინტელექტი,რომელიც საჯარო მოხელეა. თანამშრომლობა ტყიბულის და ჭიათურის მუნიციპალიტეტებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით.

©2024, რუსთავის ინოვაციების ჰაბი