სიახლეები                                                                          
19/02/21

სტარტაპ იდეების კონკურსი "ბიზნეს სტარტერი"

2020 წელს, რუსთავის ინოვაციების ჰაბმა, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით და ინტერ სექტორული თანამშრომლობის შედეგად ქალაქს შესთავაზა ახალი ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სტარტაპერების დაფინანსება და ახალგაზრდული მეწარმეობის ხელშეწყობა. პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები ორგანიზაციის პარტნიორები კერძო სექტორიდან, ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო ორგანიზაციები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.
სტარტაპების კონკურსის პირველ ეტაპზე ათი ბიზნეს იდეა შეირჩა. შემდგომ ეტაპზე გადასულმა ახალგაზრდებმა გაიარეს აქსელერაციის პროცესი, რომელსაც გამოცდილი ტრენერები და მენტორები უძღვებოდნენ მომავლის ლაბორატორია და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიდან.
„ბიზნეს სტარტერის“ შედეგად გამოვლინდა 4 გამარჯვებული გუნდი (City Service, Sweep, eWash, Farco), რომლებმაც 8 000 ლარიანი დაფინანსება მიიღეს საკუთარი ინოვაციური იდეების განსახორციელებლად.

სურათი

©2024, რუსთავის ინოვაციების ჰაბი